04.05.2011

უსამა ბინ ლადენი–"მტრის ხატი"?


"მტრისხატოკრატია"–შეჰქმენ "მტრის ხატი" და იბატონე.

2001 წლის 16 სექტემბერი–11 სექტემბრის ტერაქტიდან 5 დღის შემდეგ.უსამა ბინ ლადენი ტელეარხ "ალ ჯაზირას" ეთერით აკეთებს განცხადებას:"მე ხაზს ვუსმევ,რომ ამ ტერაქტთან არანაირი კავშირი არ მაქვს.ტერაქტი მოწყობილია ცალკეულ სუბიექტთა პირადი მოტივაციით."


2001 წლის 28 სექტემბერი–პაკისტანურ გაზეთ "უმმატ"_ში იბეჭდება უსამა ბინ ლადენის ინტერვიუ,სადაც ის ხაზგასმით უარყოფს საკუთარ კავშირს სისხლიან 11 სექტემბერთან.
მოკლე ამონარიდი ინტერვიუდან:
–"მე ყოველთვის ვამბობდი,რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ტერაქტთან.როგორც მუსლიმანი ყოველთვის ვცდილობ სიმართლის თქმას.მე არაფერი ვიცოდი მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ და უდანაშაულო ადამიანთა დახოცვას არასდროს ვთვლიდი ღირსეულ საქციელად." ვრცელი ინტერვიუ იხილეთ აქ.
2001 წლის 7 ოქტომბერი–ნატო იწყებს საომარ მოქმედებას ავღანეთის წინააღმდეგ.ძირითადი მიზნები:ავღანეთის განთავისუფლება თალიბებისგან;უსამა ბენ ლადენისა და "ალ ქაიდას" სხვა ხელმძღვანელ პირთა შეპყრობა.იქმნება საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები(ISAF).ISAF_ის ძალებმა მართალია წარმატებას მიაღწიეს,მაგრამ თალიბებისგან ავღანეთის სრულად განთავისუფლება დღემდე ვერ ხერხდება და კონფლიქტი ისევ მიმდინარეობს.
აღნიშნვის ღირსია ერთი სამწუხარო რეალობა:ავღანეთში კარგი "სასათბურე" პირობებია  ნარკობიზნესისათვის.თალიბების მმართველობის დროს,კერძოდ 1999 წელს ოპიუმის წარმოება აღწევდა 4500 ტონას.საომარი მოქმედების დასაწყისში ეს მაჩვენებელი 185 ტონამდე დაეცაა,მაგრამ 2002 წლიდან ხდება ოპიუმის წარმოების მკვეთრი ზრდა 2700 ტონამდე.მაქსიმალურ მაჩვენებელს ვიღებთ 2007 წელს–8200 ტონა.სწორედ აქ ჩნდება მრავალი კითხვითი ნიშანი,არაერთ ექსპერტს უჩნდება ეჭვი,რომ ამის უკან ვიღაც დგას და ჯიბეებს "თეთრი სიკვდილის" გასაღებით ისქელებს.
2003 წლის 20 მარტი–ერაყში ნატო იწყებს საომარ მოქმედებებს.გაეროს უშიშროების საბჭოს 687_ე რეზოლუციის თანახმად ერაყს 1998 წლამდე სტუმრობდნენ გაეროს სპეციალური კომისიის წევრები.კომისიის მიზანი იყო კონტროლი ერაყში მიმდინარე ბირთვულ პროგრამაზე და მისი ლიკვიდაცია.2002 წლიდან აშშ საერთაშორისო საზოგადოებას მიუთითებს,რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი დიდი საფრთხის მატარებელია.მას ადანაშაულებდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობაში.2003 წლის დასაწყისში შავი ღრუბლები ერაყის თავზეა და მსოფლიო ახალი კონფლიქტისათვის ემზადება.დაიწყო ომი ერაყის წინააღმდეგ.საომარი მოქმედებებს შედეგად ახლდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემა.ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა ამ ომს.სადამ ჰუსეინი სიკვდილით დასაჯეს 2006 წლის დეკემბერს.
ომის დაწყების მთავარი საბაბი–ერაყული ბირთვული პროგრამა მითად დარჩა,რადგან ვერანაირ ბირთვულ კვალს ვერ მიაგნეს.
2004 წლის 30 ოქტომბერი–ახლოვდება აშშ_ს საპრეზიდენტო არჩევნები,ჯორჯ ბუშ უმცროსი მეორე ვადით იყრის კენჭს,მისი კონკურენტია დემოკრატი ჯონ კერი.შანსები თანაბარია,მაგრამ... 30 ოქტომბერს უსამა ბინ ლადენი იქცევს ყურადღებას და ვრცელდება მისი ვიდეომიმართვა,სადაც უსამა ამბობს,რომ 11 სექტემბრის ტერაქტი მისი ორგანიზებულია.3 წლის მანძილზე ბინ ლადენი უარყოფთა თავის კავშირს ტერაქტებთან და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ის უკვე ბუშის წისქვილზე "ასხამს წყალს".აქ კიდევ ერთხელ ჩნდება უამრავი კითხვითი ნიშანი.


2004 წლის 2 ნოემბერი–ჯორჯ ბუშ უმცროსი იმარჯვებს არჩევნებში.ის იღებს ხმების 50.7%_ს,ხოლო ჯონ კერი 48.3%_ს.

2011 წლის 2 მაისი–დაახლოებით დილის 9 საათზე ვიღვიძებ და ტელევიზორის ხმა ჩამესმის,სადაც ამბობენ,რომ თეთრ სახლთან ხალხი იკრიბება და აშშ ზეიმობს.ვერ ვხვდები რა ზეიმია და შემდეგ ისევ გაისმის ჟურნალისტის ხმა–უსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.საკვირველი ინფორმაციაა,რადგან ობამას რეიტინგი ხომ რეგრესს განიცდიდა,მასზე ყოველდღიური იერიშებია–ზოგს ეჭვი შეაქვს მის დაბადების ადგილთან დაკავშირებით,მისი კრიტიკა დღითი დღე მატულობს... და უცებ "ფოჩიანი კანფეტი" უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია.კლავენ #1 პირველ ტერორიტს(თუმცა მრავალი ექსპერტი 2010 წლიდან #1_დ თვლის ანვარ ალ–ავლაკის) და არ ვრცელდება არანაირი სარწმუნო საბუთი,გარდა უნიჭო ფოტომონტაჟისა.მალევე ვრცელდება ცნობა,რომ ბინ ლადენი ზღვაში დაკრძალეს ისლამის ყველანაირი წესების დაცვით.აქ არ იყო ისეთი გამოუვალი სიტუაცია,რომ ასე მოქცეულიყვნენ,თუმცა თავი იმით გაიმართლეს,რომ მიწაში დამარხვის შემთხვევაში მოხდებოდა ბინ ლადენის მიმდევართა საფლავზე თავშეყრა.ამ ფაქტიდან მცირე ხნით ადრე გავრცედა ცნობა,რომ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში დაიბომბა კადაფის რეზიდენცია,რის შედეგადაც გარდაიცვალა მისი ვაჟი და რამდეიმე ოჯახის წევრი...ამას კი მრავალი სახელმწიფოს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა... საინტერესოა რატო არ ებრძვის ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი სხვა დიქტატორებს(მათი რაოდენობა ბევრია),იქ რა არ იღუპება უდანაშაულო ადამიანები?
როცა სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს მისი გვამი არაერთხელ აჩვენეს,მაგრამ ჯერ–ჯერობით არსად არ ჩანს უსამა ბინ ლადენის გვამის კადრები ან სხვა სარწმუნო ცნობები.ისე ცნობისთვის, ამ ფაქტამდე არაერთხელ "მომკვდარა" ბინ ლადენი...


უსამა ბინ ლადენი ერთ–ერთი უსასტიკესი დამნაშავეა და მისი ლიკვიდაციამ არაერთ ადამიანს შვება მოჰგვარა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ადამიანები მორალურ–ზნეობრივად დაეცნენ და მასობრივი ზეიმები მოაწყონ.როგორც ამბობენ აშშ_ს მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების შემდეგ არ ახსოვს ასეთი მასშტაბის ზეიმი... ყოველივე ეს მარაზმს გავს და ხაზს უსმევს ადამიანთა "ცხოველიზაციას".უსამა ბინ ლადენის სიკვდილით დიდი არაფერი იცვლება,რადგან ავღანეთ–პაკისტანის საზღვარი და მრავალი შავბნელი ტერიტორია სავსეა პოტენციური ბინ ლადენებით...

Комментариев нет:

Отправить комментарий