16.05.2011

"ძილინებისა ირენ"


1932 ცნობილი აფრო–ამერიკელი ბლუზმენის ლიდბელის(ჰადი უილიამ ლედბეტერი) მიერ სპეციალურად მუსიკის კოლექციონერ ჯონი ლომაქსისათვის ჩაწერილ იქნა კომპოზიცია "Goodnight, Irene".სიმღერა აშშ_ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უმეტესობა მის ავტორად სწორედ ლიდბელის თვლიდა.თუმცა გავიდა დრო და გაირკვა,რომ "Goodnight, Irene" იყო აფრო–ამერიკული ფოლკლორის საკმაოდ ცნობილი შედევრი.ლედბელის თქმით,მან ამ გენიალურ ნაწამოებს პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებში მოუსმინა და ეს მისი ბიძის დამსახურება იყო.როგორც შემდეგ გახდა ცნობილი "იავნანა ირენისათვის" 1886 წელს ასრულებდა გასსი ლ.დევისი,ხოლო ლიდბელიმ პირველად 1908 წელს შეასრულა.

მიუხედავად იმისა,რომ კომპოზიცია ლიდბელიმდეც არსებობდა,პოპულარობა მაინც მისმა ნამღერმა მოიპოვა და ბიძგი მისცა სხვადასხვა "ქავერ" ვერსიების ჩაწერას.1950 წელს ჯგუფ The Weavers_ის(ჯგუფის ლიდერი იყო ფოლკის ცნობილი შემსრულებელი პიტ სიგერი) მიერ
ჩაწერილ იქნა "Goodnight, Irene"_ის ვერსია,რომელმაც ლიდბელის ვერსიის თავზე "მუქი ღრუბლების თავყრილობა" მოაწყო,ეს "ქავერი" ჰიტად იქცა და ამერიკული ჰიტ–პარადების სათავის 13 კვირიანი ოკუპაცია მოახდინა.
ამავე წელს გამოჩნდა მორიგი ვერსია კომპოზიციისა,რომელიც ჩაწერა ფრენკ სინატრამ.ეს ვერსია ჰიტ–პარადებში მეთორმეტე საფეხურზე დამკვიდრდა.
გარდა ზევითჩამოთვლილი ვერსიებისა,ირენს იავნანა შემდგომ წლებში შემდეგმა შემსრულებლებმა უმღერეს:The Kingston Trio,The Pogues,უილი ნელსონი,ტომ უეიტსი,ჯონი კეში,ჯერი ლი ლუისი,Peter,Paul & Mary,The Chieftains,ნეტ კინგ ქოული,მისისიპი ჯონ ჰარტი,კარლ პერკინსი,ერიკ კლაპტონი... ეს სია საკმაოდ გრძელია...

"Goodnight, Irene"_ის ტექსტის რამდენიმე ვერსია არსებობს და ტექსტებს შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე ფრაზის ცვლითაა გამოწვეული.ყველაზე გავრცელებული ტექსტი 1950 წელს The Weavers_ის შესრულებულ ვერსიაში გვხვდება>ტექსტი.მუსიკა საკმაოდ თბილი,ლირიული და რომანტიკულია. მისი საშუალებით შესაძლებელია,როგორც ამაღლდებული განწყობის შექმნა,ასევე საყვარელ ადამიანზე ფიქრების ნირვანაში გადაშვება და მცირედი თვალთახუჭვის შემდეგ "ნეტარი ძილი ათასგვარ ფერად სიზმრების სამყაროში".გარდა დადებითი მუხტისა,მუსიკაში დევს  ფრაზა :"Sometimes I take a great notion to jump in the river and drown"("But if Irene should turn me down,I'd take the morphine and die")...


ლედბელის მიერ 1932 წელს ჩაწერილი ვერსია დღეისათვის აშშ_ის კონგრესის ბიბლიოთეკაში იდებს ბინას.
ზევით ვახსენე პიტ სიგერი,რომელიც დღესაც ცოცხალია და 92 წლისაა."Goodnight, Irene" მისთვის ტკბილი მოგონებაა,"მოგონებანი გარდასულ დღეთა,მესიზმრებიან თვალებახელილს"... 
მოუსმინეთ რამდენიმე ვერსიას და იმოგზაურეთ აფრო–ამერიკული ფოლკის სამყაროში "ირენთან" ერთად. 
"ძილინებისა ირენ"

Leadbelly



The Weavers






Pete Segar





Johny Cash





Nat King Cole





Jerry Lee Lewis & Van Morrison





Eric Clapton





Jimmy Page,Eric Clapton,Jeff Beck





Ronnie Lane,Jeff Beck,Jimmy Page,Eric Clapton,Ron Wood


Jimi Hendrix & Little Richard








2 комментария:

  1. ძალიან კარგი სტატიაა, მინდია. გმადლობთ!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გმადლობთ დაინტერესებსითვის ))

      Удалить