19.05.2011

აშშ – 1904 წელი



დღეისათვის აშშ მსოფლიოში ჰეგემონის როლშია და ერთადერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენს.თუმცა ყოველივე ეს ერთი ხელის მოსმით არ შექმნილა.ყველაფერი 1776 წლის 4 ივლისს დაიწყო დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებით და მრავალ ქარტეხილში სვლის შემდეგ მივიღეთ დღევანდელი აშშ–ზოგიერთისთვის სანიმუში და ზოგიერთისთვის კი უარყოფითი აზრების გენერატორი.საინტერესო იქნება ალბათ, თუ გადავინაცვლებთ ერთი საუკუნით უკან და რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით შევადარებთ წარსულის შტატებსა და აწმყოს სინამდვილეს.მაშ ასე,თქვენს წინაშეა 1904 წლის აშშ და რამდენიმე საინტერესო ფაქტი 107 წლის("გვერდის") მიღმა.

ა შ შ   1 9 0 4  წ ე ლ ი.
  • სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 47 წელს შეადგენდა;
  • კერძო სახლებისა და ბინების მხოლოდ 14 %_ში იყო აბაზანა,ხოლო ტელეფონი მხოლოდ 8 %_ში;
  • დენვერიდან ვაშინგტონში 3 წუთიანი სატელეფონო ზარის ღირებულება 11 დოლარს შეადგენდა;
  • ავტომობილების რაოდენობა 8000_ს აღწევდა,ხოლო გზის მკვრივი საფარის საერთო სიგრძე მხოლოდ 144 კმ იყო;
  • აშშ_ს ქალაქების უმრავლესობაში მაქსიმალური საავტომობილო სიჩქარე შეადგენდა 10 მილ/საათს;
  • საშუალო სახელფასო განაკვეთი შეადგენდა საათში 22 ცენტს;
  • მუშის ხელფასი წელიწადში 200–400 დოლარს შეადგენდა,ბუღალტრის ჯამაგირი წელიწადში 2000 დოლარამდე მერყეობდა,სტომატოლოგი–2500 $, ინჟინერი–5000 $,ვეტერინარი–4000 $_მდე;
  • მშობიარობის 95% ხდებოდა არა საავდმყოფოებში,არამედ სახლში;
  • ექიმთა 90 %_ს მიღებული არ ჰქონდა უმაღლესი განათლება;
  • 1 ფუნტი(0,45 კგ) შაქრის ფასი შეადგენდა 4 ცენტს,1 ფუნტი ყავა 15 ცენტი,ხოლო 10 ცალი კვერცხი 14 ცენტი;
  • მანდილოსნების უდიდესი ნაწილი თავს იბანდა თვეში ერთხელ,შამპუნის როლში კი კვერცხის გული გვევლინებოდა;
  • აშშ_ში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი მიზეზი იყო შემდეგი 5 სნეულება:გრიპი,ტუბერკულოზი,დიარეა,გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და ინსულტი.
  • აშშ_ს დროშაზე მხოლოდ 45 ვარსკვლავი იყო,შტატებს გარეთ რჩებოდა:ჰავაი,ალასკა,არიზონა,ნიუ–მექსიკო,ოკლაჰომა;
  • ლას–ვეგასის(ნევადა) მხოლოდ 30 მოსახლეს ითვლიდა;
  • ამ წელს აშშ_ში მხოლოდ 230 მკვლელობა დაფიქსირდა(ეს ფაქტი სრულიად არ მეტყველებს იმაზე,რომ აშშ_ში მკვლელობათა ფაქტები იშვიათი იყო,ეს ციფრი უფრო იმაზე მეტყველებს,რომ სტატისტიკა ვერ იყო "მოწოდების სიმაღლეზე");
  • მარიხუანა,მორფინი და ჰეროინი ნებისმიერ მსურველს შეეძლო აფთიაქში შეეძინა.თუ რჩევისათვის ფარმაცევტს მიმართავდით,პასუხი შემდეგი იქნებოდა:"ჰეროინი ასუფთავებს სახის კანს,არეგულირებს კუჭის მუშაობას,წარმოადგენს იდეალურ საშუალებას სრული ჯანმრთელობისათვის";
  • 10 ზრდასრული ადამიანიდან ორს არ შეეძლო წერა–კითხვა;
  • ამერიკელთა მხოლოდ 6 %_ს ჰქონდა საშუალო განათლება.

Комментариев нет:

Отправить комментарий