09.07.2011

“სიცრუის დეტექტორის” ევოლუცია


დღეს საუბრის მთავარ თემად ავირჩიე სიცრუის საწინააღმდეგო მეთოდ-ღონისძიებების დახასიათება და განხილვა.კაცობრიობის ისტორია ყოველ ეტაპზე მოიცავდა სიმართლისა და ტყუილის დაპირისპირებას,და ყოველივე ერი ცდილობდა სიმართლის გამარჯვების საქმეში რაიმე წვლილი შეეტანა.ტყუილს ორ ნაწილად დავყოფდი:მოკლედ რო ვთქვა თეთრად და შავად,თუმცა ეს დაყოფა ზედაპირულიატყუილს მხოლოდ შავი ფერი შეესაბამება.
მაშ ასე დავიწყეთ

პირველყოფილი წყობილებიდან დავიწყოთ დანაშაულის გამოვლენისა და სიცრუის საწინააღმდეგო ღონისძიებების კვლევა.ამ დროს თემის წევრები ცდილობდნენ თავიანთი საქმიანობით შეექმნათ რაიმე დადებითი,ამ საქმიანობის ეფექტურობა კი დაფუძვნებული იყო სამ ძირითად ფაქტორზე:გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობა,საკუთარი სურვილი და ექსტრემალური სიტუაციების დროს გამბედაობა(რომელსაც ხშირად დაჰკრავდა სიმხდალის ელფერი).თემისშიდა სამზარეულოშიმმართველობის სადავეები ხელთ ეპყრა ბელადს,რომელიც საკმაოდ მკაცრ ღონისძიებებს ატარებდა სიმხადლის წინააღმდეგ,ეს ღონისძიებები კი ფატალური შედეგის მქონე იყო და მხდალებთა გარდაუვალ სიკვდილს მოასწავებდა.

პირველყოფიული წყობილება აღმოჩნდა ის დრო,როცა აუცილებელი გახდა სიმართლისა და სიცრუის განცალკევება,რადგან სწორედ ამ დროს მოხდა ადამიანთა ჯგუფის თავმოყრა ერთგამოქვაბულში“(როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც) და ერთი ადამიანის სიცრუე უარყოფითი ეფექტის მქონე აღმოჩნდა.ანუ პირველი სიცრუის დეტექტორი აღმოჩნდა თემის ბელადის მკაცრი ტონი და დევნაცრუპენტელათა“,მათი დასჯა ქვის იარაღებით.

ძველი აღმოსავლეთის ღრმა წიაღშიც მრავლად ვხვდებით სიცრუის გამოვლენის საკმაოდ ორიგინალურ და იმ დროისათვისნოვატორულმეთოდებს,
ერთ მათგანს გაგაცნობთ და რაღაც სიმართლის მარცვალს აუცილებლად აღმოაჩენთ-გამოიყენებოდა მეთოდი,რომლის დროსაც სიცრუის გამოვლენა ხდებოდა ბრინჯის პირში მცირე დროითჩაყრით“.საქმე იმაში იყო,რომ აღმოსავლეთის ზოგიერთი ხალხი მიიჩნევდა,რომ შიშის დროს ადამიანის ორგანიზმი წყვეტს ნერწვის გამოყოფას.


ეჭვმიტალის პირში ჩააყრიდნენ ბრინჯს ფქვილს,დაკითხავდნენ და შემდეგ ამოწმებდნენ ფქვილის სიმშრალეს,სიმშრალე კი ნიშნავდა რომ ეს ადამიანი დამნაშავე იყო.

ახლა კი გაცილებით სახალისო მეთოდზე გავამახვილებ ყურადღებას,რომელსაც მოკლედსიბნელე,ვირი და სიწითლეშეიძლება ვუწოდოთ.მთავარი მსაჯული აქ არის ბნელ სარდაფში გამომწვდეული სახედარი,წითელ საღებავში ამოსვრილი კუდით.

რამდენიმე ძველ ისტორიულ წყაროში არის გადმოცემული ფაქტი,როცა დამნაშავე სწორედ ამ მეთოდით გამოავლინეს.დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი და ყველა მათგანი შეუშვეს ბნელ ოთახში მსაჯულ-სახედართან.ალბათ გაუგებარია რა ფუნქცია ჰქონდა ვირს.ამიტომ დეტალებსაც მიმოვიხილავ.

დელატები კი არის შემდეგი:
  • 1.ის ვინც შევიდოდა ბნელ ოთახში უნდა მოეძებნა ვირი და კუდზე მოექაჩა;
  • 2.თუ ეს პირი დანმაშავე აღმოჩნდებოდა ვირის ყროყინი გარდაუვალი იყო(და ამ სისულელის სჯეროდათ,თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ იმალება);
  • 3.სიბნელეში არ ჩანდა ვირი წითელ საღებავიანი კუდი,თუმცა კუდზე შეხების შემდეგ ბნელი ოთახიდან გამოსულებს ხელზე აჩნდათ კვალი კუდზე შეხებისა;
  • 4.დამნაშავე ბნელ ოთახში შესვლისას ცდილობდა არ შეხებოდა ვირის კუდს,რადგან მიაჩნდა რომ ვირი გულთმისანი იყო და ყროყინს მორთავდა,რაც დანაშაულის გამოაშკაავებას ნიშნავდა.თუმცა გულუბრყვილო ადამიანი ვერ ხვდებოდა,რომ კუდზე არ შეხება იქნებოდა მთავარი დამამტკიცებელი საბუთი მისი დანაშაულისა;
  • 5. პირი რომელსაც ხელზე წითელი საღებავი არ აღმოაჩნდებოდა მსაჯულებისათვის ეს უკვე ნიშანი იმისა,რომ დამნაშავე მათ ხელთ იყო.

ზემოთ აღწერილმასიცრუის დეტექტორმაგამოძახილი ჰპოვა მადაგასკარზე და მცირედი სახეცვლილება განიცადა,მასში ჩაერთო ჯადოქრები და უფრო დაიხვეწა ადამიანის გონებაზე მანიპულაციის გზები.

აფრიკის კონტინენტის ამ კუნძულზე რამდენიმე ასეული წლის წინ იმყოფებოდა ჯგუფი ევროპელებისა,ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრი კი ადგილობრივი აბორიგენების მსხვერპლი გახდა.ამ ფაქტმა ფართო რეზონანსი ჰპოვა იმ ტომის წარმომადგენლებს შორის და გადაწყდა დამნაშავის დასჯა,თუმცა რთული შეიქმნა მკვლელის გამოვლენა,რადგან ეჭვმიტანილთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო რა რამდეიმე ათეულ ადამიანს მოიცავდა.მცირედი ფიქრის შემდეგ იოლ გამოსავალს მიაგნო ადგილობრივმა ჯადოქარმა,მან შეიმუშავა მეთოდი,რომელიც მდგომარეობდა შემდეგში-მან დაკლა ქათამი,გაპუტა და მთელ ტანზე წაუსვა სისხლი,შემდეგ ეჭვმიტანილებს განუცხადა:“ყველამ შეეხეთ ქათმის სხეულს,ხოლო ის ვინც ჩაიდინა მკვლელობა შეხებისთანავე მოკვდება“.ამ პროვოკაციულმა განაცხადმა შედეგი გამოიღო და შემდგომი შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა,რომ ორ ადამიანს ჰქონდა ხელები სუფთა,ეს კი ნიშნავდა,რომ ისინი სიკვდილისგან გასაქცევ გზას ეძებდნენ,თუმცა ეტყობა არ იცოდნენ-„ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო“…


ასევე ერთ-ერთ აფრიკული ტომის ბელადი ახალიპრევენციულიღონისძიებისდამპატენტებელიაღმოჩნდა,ის ეჭვმიტანილებს კოცონის გარშემო დასვამდა,დაიწყებდა რიტუალურ ცეკვას და მთელი დატვირთვით ამოქმედებდა ცხვირის რეცეპტორებს ყნოსავდა რა ყველა ეჭვმიტანილს.იმას ვისაც ოფლის შესამჩნევად მძაფრი სუნი აღმოაჩნდებოდა,სწორედ ის იყო დანმაშავე.ბელადს მიაჩნდა,რომ შიშის დროს ადამიანი ოფლიანობდა.ეჰ რა დროს არ ჰქონდათ აფრიკელ აბორიგენებსაქს ეფექტიდამენენ სპიდ სტიქი“.ისე ბელადი მმართველი ვიცი და არა ოფლის მყნოსველი,თუმცა რას გაიგებ ამ პაპუასნარევი საზოგადოებისა

აფრიკიდან გადავინაცვლებ შორეულ ტიბეტში.სწორედ ძველ ტიბეტში მომხდარი ფაქტის შესახებ წერდა თავის ერთ-ერთ ნაშრომში ჩინელი მწერალი პუ სუნ ლინი.ფაქტი კი ისევ გონებაზე გარკვეული რელიგიური ზემოქმედების კლასიკურ მაგალითად შეიძლება მოვნათლოთ.

სიუჟეტი იგივეა-ეჭვმიტანილთა ფართო წრე და პრობლემა დამნაშავის გამოვლენისა.ბუდიტები ამ დილემას სხვაგვარად მიუდგნენ და ეჭვმიტანილები ერთ-ერთ ბუდისტურ ტაძარში გაამწესეს . წმინდა კედლის სიახლოვეს.ეჭვმიტანილებს მიმართა ლამამ შემდეგი სიტყვებით:“წმინდა კედელს დატოვეს სული და დამნაშავის ზურგზე დატოვეს გარკვეულ ნიშანს“.ამის შემდეგ ყველანი დააყენეს კედლის წინ ზურით,რადგან სულს დაეტოვებინა რაღაც ნიშანი.გავიდა მცირე დრო და ამ ათეულებში აღმოჩნდა ერთი რომელიც შებრუნებული აღმოჩნდა კედლისკენ სახით იმის შიშით,რომ სულს მისი ზურგი არ აეჭრელებინა რაღაც ნიშნებით.ფაქტი სახეზე იყო-ეს სახით მდგომი იყო დამნაშავე.

მცირედი მოგზაურობის შემდეგ მეთერთმეტე საუკუნის რუსეთს მოვინახულებ,სადაც ასევე იყო რაღაც მეთოდი სიცრუის საძიებლად.თუმცა ეს ღონისძიება ბევრად ჩამორჩებოდა ზემოთაღნიშნულანტი-სიცრუისგზებს.ეჭვმიტანილებს აიძულებდნენ მდუღარე წყლიდან ამოეღოთ ბეჭედი ან ხელში დაეკავებინათ გავარვარებული რკინა.3 დღის შემდეგ ვისაც ხელზე აღარ ექნებოდა კვალი დამწვრობისა ეს იყო მათი ალიბი.თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია იქნებოდა ისეთი ვინმე ვისაც ასეთი დამწვრობა 3 დღეში გაუქრებოდა?

სიმართლისა და სიცრუის დიფერენცირების საკმაოდ მოქნილი და მკაცრი მეთოდები ჰქონდათ ძველ სპარტელებს.სპარტელ ახალგაზრდებს საკმაოდ მძიმე მორალური თუ ფიზიკური ბარიერების გადალახვა უწევდათ სანამ მიიღებდნენ სპეციალურ სკოლებში.ერთ-ერთი ასეთი ბარიერი იყო გამოცდა კლდის პირას.ხრამის პირად აყენებდნენ ახალგაზრდას და ეკითხებოდნენ ეშინოდა თუ არა მას.პასუხი ყოველთის უარყოფითი იყო,თუმცა სიმართლეს სად დაიმალებოდა და სახეზე მცირედი ფერის ცვლა უკვე ნიშნავდა ტყუილს.ტყუილის ფაქტზე გამოჭერილებს დაუყონებლივ აგდებდნენ კლდიდან.ზოგიერთმა სპარტელმა მოაზროვნემ განაცხადა-ადამიანი რომელიც შიშისგან ფითრდება არ შეიძლება იყოს კარგი მეომარი.

ძველ რომშიც იყენებდნენსახეზე ფერთა გამისმეთოდს.მაღალჩინოსანი მოხელეები საკუთარი დაცვის ამალის შერჩევისას კანდიდატებს პროვოკაციული შეკითხვების წნეხში ატარებდნენ,ის პირი ვინც ასეთ კითხვებში იჭრებოდა და წითლდებოდა მაშინვე იღებდნენ დაცვაში.საქმე იმაში იყო,რომ პირი რომელიც ასეთ კითხვებზე ვერ ფარავდა საკუთარ სიწითლეს არ შეიძლებოდა დასაცავი ობიექტის საწინააღმდეგო შეთქმულების მონაწილე ყოფილიყო,რადგან ის თავს მაშინვე გასცემდა.


ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ავიცენას(აბუ ალი იბნ სინა – 980-1037 .) დროს დაიწყეს ადამიანის პულსის მაჩვენებელზე დაკვირვებით სიცრუე-სიმართლის განცალკევება.ეს მეთოდი უფრო ხშირად გამოიყენებოდა ცოლის ღალატის საწინააღმდეგოდ და დიდ როლს ასრულებდა საყვარლის გამოვლენაში.
ადამიანის ანატომიაში და გულის რიტმულ მუშაობის მიზეზების მცოდნე ადამიანები ახდენდნენ პულსზე დაკვირვებას.პოტენციურ საყვარელს დაკითხავდნენ და პარალელურ რეჟიმში ახდენდნენ პულსის გაზომვას,მოღალატე ქალბატონის სახელის ხსენებისას პულსის ტემპი იმატებდა და ეჭვი მატულობდა,რომ სწორედ ეს მამაკაცი იყო ქალის ღალატის მიზეზი.


რას იფიქრებდა ავიცენა და მისი თანამედროვეები,რომსიცრუის დეტექტორისანუ პოლიგრაფის(რომელიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე შეიქმნა) ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნებოდა მათ მიერ გამოყენებული პულსზე დაკვირვება.
ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა დანიელ დეფომ ინგლისელ კონსტებლებს ურჩია,რათა გამოძიების დროს გამოეყენებინათ პულსის მაჩვენებლები.ის ამბობდა:თუ გვყავს ეჭვმიტანილი მას აუცილებლად უნდა გავუზომოთ პულსი,რადგან დაკითხვისას აუცილებლად შევამჩნევთ პულსის მცირედ ცვლილებას მაინც“.


ცივილიზაცია პროგრესს განიცდიდა და მეცნიერული პროგრესი შესამჩნევი ხდება მეთვრამეტე საუკუნის ბოლო ხანებში.სწორედ ამ პერიოდში იწყება გარკვეული ცვლილებები სიცრუის საწინააღმდეგო კამპანიაში და ასპარეზი ეთმობა პლეტიზმოგრაფებს,ვარიოგრაფებს,სიცრუის ელექსირებსა და მრავალ სხვა თანამედროვესიცრუის დეტექტორთაუშუალო წინაპრებს.

1877 წელს იტალიელმა ფიზიოლოგმა ანჟელო მასომ შექმნა ხელსაწყო-პლეტიზმოგრაფი,რომელიც სისხლის მოძრაობის და პულსის გაზომვას ახდენდა.აღნიშნულ აპარატზე დაყრდნობით მასომ განაცხადა,რომ ადამიანს სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობისას ეცვლება პულსი და სხვა ფიზიოლოგიური პარამეტრები.მასოს მიერ შექმნილი პლეტიზმოგრაფი ასე გამოიყურებოდა:


აქ მოტანილმა მეთოდებში აშკარა უპირატესობა მოოპოვა ადამიანის გონებაზე ზემოქმედებით გამოვლენილმა დანაშაულებმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თუ რამდენად გულუბრყვილოა ადამიანი,უფრო სწორად გაუნათლებელი ადამიანი

P.S. ეი შენ,პოტენციურო სიცრუის მქმნელო-სანამ მოიტყუებდე დაფიქრდი,რადგან შენი უწყინარი ტყუილი შეიძლება უარყოფითი ენერგიის,ნგრევისა და იქნებ კატასტროფის მომტანი ძალის მქონე აღმოჩნდეს.ამიტომ სდექ და მოერიდე ტყუილსშეიძლება თქვათ რა ბანალური ფრაზააო,თუმცა ამ ბანალურ ფრაზაში იმაზე გაცილებით მეტი ჭეშმარიტებაა,ვიდრე თქვენს მიერ წარმოთქმულ ლამაზ და ფერად სიცრუეში

Комментариев нет:

Отправить комментарий