19.09.2011

ჭეშმარიტი გლობალიზაცია?!


დიალოგები მხარეებს შორის ხშირად ლოგიკურ დასასრულამდე მიდის და ჩნდება პირმშო,სახელად ”ჭეშმარიტება”.აი გთავაზობთ ვირტუალურ,ლოკალურ კითხვა-პასუხს,გლობალური შედეგით...

კითხვა: რა არის სიტყვა ”გლობალიზაციის” ჭეშმარიტი განმარტება?

პასუხი: სამწუხაროდ,პრინცესა დიანას ტრაგიკული აღსასრული.

კითხვა: ეს როგორ?

პასუხი: ბრიტანელი პრინცესა ეგვიპტელ საყვარელთან ერთად მოხვდა საშინელ ავარიაში,ეს ტრაგედია დატრიალდა საფრანგეთში მდებარე გვირაბში.წყვილი გადაადგილდებოდა გერმანული ავტომობილით,რომელსაც მართავდა შოტლანდიური ვისკით გამომთვრალი ფრანგი მძღოლი.

ავტომანქანას უთვალთვალებდა იაპონურ მოტოციკლეტზე ამხედრებული იტალიელი პაპარაცი.

ავარიის მსხვრეპლთა გადარჩენას ამერიკელი ექიმი ცდილობდა,ბრაზილიური წარმოების მედიკამენტების გამოყენებით.სამწუხაროდ ტრაგედიას ემსხვერპლა პრინცესა დაიანა,დოდი ალ-ფაიედი და მძღოლი ჰენრი პოლი.ტრაგედიას სასწაულებრივ გადაურჩა წყვილის მცველი ტრევორ რის-ჯონსი.


*    *    *

მოცემულ ინფორმაციას გიზიარებთ ქართველი,რომელიც იყენებს ბილ გეიტსის შექმნილი ტექნოლოგიებით ”აღჭურვილ” კომპიუტერს.თქვენ სავარაუდოდ ყოველივე ამას კითხულობთ კომპიუტერის საშუალებით,რომელიც შედგება კორეული ან იაპონური,იქნებ ამერიკული ან ჩინური(”მაკულატურა”) წარმოების მონიტორის,ანალოგიური წარმოების კეისში მოთავსებული ტაივანური ან ისევ კორეული,იქნებ რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმოების სხვადასხვა მოწყობილობებისაგან.
იქნებ ყოველივე ამის უკან ამერიკული ან იაპონური წარმოების ნოუთბუქი დგას,იქნებ შვედური ან ფინური,რუმინეთსა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული იაფი მუსახელის მიერ დამზადებული მობილური ტელეფონები უკავშირდებიან მსოფლიო ვირტუალურ სამყაროს...

აი ესეც, გლობალიზაცია...ზოგიერთისთვის საშიში და ზოგისთვის არაფრის მთქმელი...


Комментариев нет:

Отправить комментарий