24.05.2016

"With God On Our Side"


1964 წლის იანვარში გამოვიდა ბობ დილანის მესამე ალბომი The Times They Are a-Changin',რომლის "ავერსზეც",რიცხვი სამის გასწვრივ იკითხება სიმღერის სახელი - With God On Our Side. სწორედ აღნიშნულ გენიალურ კომპოზიციაზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას და ჩემეულ თარგმანსაც შემოგთავაზებთ(არ მაქვს პრეტენზია თარგმანის სიდიადეზე,უბრალოდ ვცადე ბობის მეტყველი აზრების გადმოქართულება).


სიმღერა პირველად 1963 წლის 12 აპრილს შესრულდა, ნიუ იორკში არსებულ The Town Hall.ვერ ვიტყვით,რომ აღნიშნული კომპოზიცია ყოველ კონცერტზე სრულდებოდა,თუმცა გამოსვლისთანავე ამ საპროტესტო შინაარსის სიმღერამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ტექსტის ავტორი ბობ დილანია,მაგრამ მელოდიის მიღმა ირლანდიელი შემსრულებლის,დომინიკ ბეჰანის "The Patriot Game"_ის მოტივი იკითხება,ხოლო თვით ეს "პატრიოტთა თამაში" ირლანდიული ხალხური კომპოზიციის "The Merry Month Of May" რელსებზე დგას. ამას ბობ დილანიც აღიარებდა,მისი თქმით დაახლოებით ორი წლის წინ მოისმინა The Patriot Game" ლიამ კლენსის(ირლანდიელი მუსიკოსი,ფოლკ ჯგუფის The Clancy Brothers_ის ვოკალისტი,გირჩევთ მოუსმინოთ.მე მათი მოსმენისას მუსიკის ენერგიას ვგრძნობ) შესრულებით,რომელიც გონებაში ღრმად ჩაებეჭდა და საკუთარი ტექსტის წერისას ქვეცნობიერად "პატრიოტთა თამაშის" გავლენის ქვეშ იყო.



ახლა კი ისევ დილანს დავუბრუნდეთ,ვიხილოთ ტექსტის თარგმანი და რამდენიმე ვერსიასაც მივაყურადოთ,რის შედეგადაც თქვენ მათი მოსმენა კიდევ მოგინდებათ და იქნებ, თქვენს საყვარელ კომპოზიციათა რიგებშიც ჩაიწეროს.



"უფალი ჩვენსკენ"

ჩემი სახელი არაფერს ნიშნავს,
ჩემი ასაკი მით უფრო ნაკლებს,
ადგილი ჩემი წარმოშობისა,
ცნობილია,როგორც შუა დასავლეთი.
მე მზრდიდნენ და მასწავლიდნენ
აუცილებელია დაცვა კანონთა
იმ მიწის,სადაც ვცხოვრობთ,
და უფალიც იქნება ჩვენს მხარეს.

ისტორიის მატიანენი გვიყვებიან,
ო, რა კარგად,გვიამბობენ:
კავალერისტები ისროდნენ,
და ინდიელნი ეცმოდნენ,
კავალერისტები ისროდნენ,
და ინდიელნი კვდებოდნენ-
ო,ქვეყანა იყო ჩვილი,
და უფალიც იყო მის მხარეს.

ესპანეთ-ამერიკის ომი,
დაიწყო ერთ დღეს,
და სამოქალაქო ომიც, ვიგემეთ.
ეს იყო წარსულში
და მეც ვცდილობდი დამახსოვრებას
გმირთა სახელების,
მათ იარაღი ეჭირათ ხელში
და უფალიც იყო მათ მხარეს.

პირველი მსოფლიო ომი ,ბიჭებო
დაიწყო და გარდავიდა,
და რისთვის ვიბრძოდით
ვერ გავერკვიე.
მაგრამ ვისწავლე, ამაყად
მიმეღო ეს ყოველივე,
ნუ დაითვლით მკვდრებს,
როცა უფალი თქვენს მხარესაა.

როცა მეორე მსოფლიო ომი
მიუახლოვდა დასასრულს,
ჩვენ ვაპატიეთ გერმანელებს
და დავძმობილდით.
თუმცა მათ დახოცეს, ექვსი მილიონი,
ღუმელში დაწვეს,
ახლა გერმანელებსაც ეგულებათ
უფალი საკუთარ მხარეს.

60_იანებში დაიწყო ომი ვიეტნამს,
შეძლებს კი ვინმე ამიხსნას
რატომ?
ძალზედ ბევრი ახალგაზრდა მოკვდა,
ძალზედ ბევრი ახალგაზრდა დედა ატირდა,
და მე ვსვამ კითხვას.
იყო კი უფალი ჩვენს მხარეს?
 (ბობ დილანი ამ სტროფს იშვიათად ასრულებდა)

მთელი ცხოვრება ვსწავლობდი
სიძულვილს რუსთა,
თუ, დაიწყება ახალი ომი,
ჩვენს მათთან მოგვიწევს შებრძოლება,
სიძულვილი და შიში,
გაქცევა და დამალვა
და ყოველივეს მამაცურად განადგურება,
უფალი ხომ ჩვენს მხარესაა.

და ახლა როცა გვაქვს იარაღი
ქიმიურ მტვრის,
თუ გვაიძულეს გამოყენება,
ჩვენს არ დავიხევთ უკან,
თითის ღილაკზე ერთი დაჭერა
და მსოფლიო ცეცხლში.
და არასდროს დასვამთ კითხვებს,
როცა უფალი ჩვენს მხარესაა.

მრავალ უძილო ღამეს,
მე მიფიქრია ამაზე,
რომ იესო
გაყიდეს ამბორით,
თქვენს მაგივრად, კი ვერ ვიფიქრებ,
გადაწყვიტეთ თავად,
იუდა ისკარიოტელს
ეგულებოდა კი უფალი თავის მხარეს?

და ახლა როცა ვასრულებ,
საშინლად დავიქანცე,
და ისე ვბორგავ,
ენით ვერ ავღწერ.
სიტყვები პირთამდე ავსებს ჩემს თავს,
და ეხეთქება იატაკს.
თუ უფალი ჩვენს მხარესაა,
ის არ დაუშვებს მომდევნო ომს.



ელსტონ განი რობერტ ციმერმანის ადრეული ფსევდონიმია,შემდეგ კი პოეტ დილან თომასის გავლენით,რობერტი ბობ დილანი ხდება.



აი,რამდენიმე ქავერ ვერსიაც.

ჯოან ბაეზი



ოდეტა



Bon Iver 



P.S. დღეს ბობ დილანი 75 წლის გახდა,გილოცავ ბობ და მრავალი მოგველოცოს. როგორც ძველად ამბობდი Forever Young!

პიტ სიგერის(რომელმაც 94 წელი იცოცხლა და 2014 წელს დატოვა ფოლკის სამყარო) ვერსიით მოგილოცავთ ამ დღეს. როგორც ამბობენ,როცა შენ ელექტრო გიტარით გამოხვედი ერთ-ერთი კონცერტისას,პიტი ცულით აპირებდა სადენების გადაჭრას,ფოლკის გურუმ ვერ აიტანა,როცა შენ ფოლკიდან ხშირად სხვა ჟანრისკენაც იყურებოდი.




Комментариев нет:

Отправить комментарий