05.06.2016

"დიეტური" ჰიჩკოკი



ალფრედ ჰიჩკოკს თავის ფილმებში,არაერთი წამიერი როლი(კამეო) აქვს შესრულებული და მათ შორის აღნიშვნის ღირსია როლი, 1944 წელს გადაღებულ ფილმში "სამაშველო ნავი". ჰიჩი წამიერი გაელვების რამდენიმე სცენარს განიხილავდა და ყველა მათგანი ოკეანეში ტივტივის პერსპექტივას იძლეოდა,ეს პერსპექტივა კი არ აღმოჩნდა მიმზიდველი(თუმცა კარიერის მიმწუხრისას, ტივტივას როლს მაინც შეასრულებს). გონების დაძაბვის შემდეგ ალფრედს გენიალური იდეა მოუვიდა,რომელის განსახორციელებლად გაზეთის ფურცელი იყო საჭირო,მცირედი ტექსტით.

 მოვუსმინოთ ჰიჩს:

"ეს ჩემი უსაყვარლესი როლია,თუმცა ვაღიარებ სირთულეეებს გადავაწყდი.ჩვეულებრივ გამვლელებს ვანსახიერებ,რომლებიც ოკეანეში არ იკარგებიან.ვფიქრობდი მოტივტივე დამხრჩვალის განსახიერებას,მაგრამ დახრჩობის შემეშინდა.სამაშველო ნავს შეფარებულის როლი კი ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა,რადგან,როგორც მსახიობი არაპროფესიონალს წარმოვადგენ. და უცებ გონება გამინათდა. სწორედ ფილმზე მუშაობისას მკაცრ დიეტას ვიცავდი,რის შედეგადაც წონა სამასიდან ორასი ფუნტისკენ(1 ფუნტი 0,409517 კილოგრამის ექვივალენტია) მიექანებოდა.
გადავწყიტე  უკვდავყოფა ჩემი "დანაკარგისა" და გადავიღე ფოტო მდე-შემდეგ,სადაც ნათლად ჩანს ჩემი დაკარგული ფუნტები,რომლებიც გასახდომი საშუალების "რედუკოს" დამსახურებაა.ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში კი გმირი გაზეთს შლის და მაყურებელის თვალწინ იშლება სარეკლამო ჩანაწერი,ჩემი ფოტოგრაფიით. ამ როლმა დიდი წარმატება მომიტანა,ღიპიანები მიკავშირდებოდნენ,რათა გასახდომი ელექსირი ხელში ჩაეგდოთ."


Комментариев нет:

Отправить комментарий