27.02.2011

მექანიკური კურდღლის კვალდაკვალ




სიტყვა „რბოლა“ ადამიანში იწვევს სხვადასხვა ასოციაციას.ზოგს მაშინვე თვალწინ დაუდგება ცხენისა და ჟოკეის ორგანიზებული მსვლელობა ფინიშისაკენ,ზოგს „ფერარის“,“მაკლარენისა“ თუ „რენოს“ ჩქაროსნული მსვლელობა „ფორმულა 1“_ის მონაკოს ტრასაზე,ზოგს საერთოდ შეიძლება ფილმი „ვირთხების რბოლა“ ახსენდება.ხოლო ეს სიტყვა იშვიათად თუ გაგახსენებთ ძაღლების რბოლას,რბოლას სადაც მწევრები გამალებით ცდილობენ მექანიკური კურდღლის დაჭერას და სწორედ მწევართა ეს რბოლა იწვევს მაყურებელთა დიდ აღტაცებას და არა მხოლოდ... ბრიტანეთში(და არა მარტო) უკვე რამდენიმე ათეული წელია ტოტალიზატორის მოყვარულები საკმაოდ დიდ თანხებს ჩამოდიან მწევართა გამარჯვებაზე.


ძაღლების რბოლას რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს.პირველი რბოლა გაიმართა ინგლისში 1776 წელს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბრიტანულ არისტოკრატულ საზოგადოებაში და მელიებზე ნადირობას არ ჩამოუვარდებოდა.რბოლაში იყენებდნენ ინგლისურ მწევარს,რომელსაც გრეიჰაუნდს უწოდებენ.


ისტორიკოსები მიიჩნევენ,რომ მწევრები პირველად ძველ ეგვიპტეში გამოჩნდნენ.ხოლო პირველი მწევრები ევროპაში აზიიდან და აფრიკიდან ჩაიყვანეს რომის იმპერიის დროს.შუასაუკუნეებში მწევრები ევროპული სამეფო და თავადთა ოჯახების განუყრელ ატრიბუტად იქცნენ,განსაკუთრებით ბრიტანეთში და რუსეთში.
შუასაუკუნეებში ხდება მწევრების შეჯვარება ბულდოგთან და სხვა ჯიშის ძაღლებთან,საბოლოოდ კი ვიღებთ გრეიჰაუნდს.



გრეიჰაუნდი ინგლისელების ერთ–ერთი სიამაყეა და სწორედ ამიტომაც ისინი დაბალი ფენებისთვის მიუწვდომელი იყო(თუმცა დღეისათვის უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყოლიოს ინგლისური მწევარი).ამ პერიოდში ამ ძაღლებს იყენებდნენ სანადიროდ.ეს რეალობა შეიცვალა 1776 წლიდან და ინგლისური მწევრები უკვე რბოლებშიც გამოიყენეს.თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა რბოლის ორგანიზება,მაგრამ მალევე იპოვეს გამოსავალი და მიმართეს შემდეგ ხერხს:რბოლის ადგილად აირჩიეს კურდღლების სოროების მიმდებარე ტერიტორია,სოროში უშვებდნენ თრითინებს და მალევე შეშინებული კურდღელი ტოვებდა ბუნაგს.ყურცქვიტას ზევით ელოდებოდა არაერთი გრეიჰაუნდი და იწყებოდა რბოლა და რომელი მწევარიც დაიჭერდა კურდღელს ის ცხადდებოდა გამარჯვებულად.


ამ მეთოდს იყენებდნენ 1870 წლამდე და შემდეგ უკვე ხდება რბოლის მეთოდის დახვეწა.შექმნეს პირველი სარბოლო ტრეკი,რომლის სიგრძე იყო 100–200 მეტრი და ასევე გადაიდგა გზები მექანიკური სატყუარას(კურდღლის) შესაქმნელად.თუმცა სატყუარას შექმნა საკმაოდ გართულდა და პირველად ის მხოლოდ მეოცე საუკუნის 50 წლებში გამოჩნდა და დღემდე გამოიყენება.სატყუარა წარმოადგენს კურდღელს რომელიც წრეზე მოძრაობს და წინ უსწრებს გააფთრებულ მწევრებს.



მცირედი გადახვევა



გრეიჰაუნდი წარმოადგენს მონადირეს,მას შეუძლია დიდი დისტანციის საკმაოდ მცირე დროში დიდი სიჩქარით დაფარვა,ეს მას კურდღლის დაჭერის საშუალებასაც კი აძლევდა.
სახასიათო ნიშნები:
სიმაღლე – 71-76 სმ;

წონა – 26-40 კგ.

შეფერილობა – თეთრი,შავი,ყავისფერი,რუხი ან აღნიშნული ფერების ნარევი.
ინტელექტი:ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ჭკვიან ძაღლად.მისი გაწვრთნა დიდ სირთულეს არ წამოადგენს.


  
კარიერა – გრეიჰაუნდის მფლობელს საკმაოდ ძვირი უჯდება რბოლაში მონაწილეობა,თუმცა ეს ინვესტიცია ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად მოიტანს.
ასევე ისიც აღსანიშნავია,რომ გრეიჰაუნდის კარიერა სამაოდ მცირე პერიოდს მოიცავს და 5 წლის მწევარი უკვე გამოუსადეგარია.კარიერა იწყება 16 თვის ასაკიდან და მწევარი გადის სხვადასხვა რბოლებში,აგროვებს გამოცდილებას „ევერესტზე“ ასვლისათვის.



მცირედი ისტორიული ვოიაჟის მერე დავუბრუნდეთ აწმყოს და ვნახოთ თუ რა ატმოსფერო სუფევს ტრეკზე სადაც სულ მცირე ხანში გაირბენს ინგლისურ მწევართა რამდენიმე ერთეული.
წრიული ფორმის ტრეკის გარშემო ტრიბუნები ხალხთ სავსეა,ზოგიერთი იქვე მდებარე ტოტალიზატორში აკეთებს ფსონს გამარჯვების იმედით.გამოჩნდა გრეიჰაუნდებიც თავიანთ პატრონებთან ერთად,შეიყვანეს სპეციალურ გალიაში.მსაჯი მზადაა,მექანიკური კურდღელიც სულ მალე ამოქმედდება.გაისმა მსაჯის პისტოლეტის ზალპი,უცებ იხსნება გალიის კარი,კურდღელი ამოძრავდა,ისმის მაყურებელთა შეძახილები და მთავარი იწყება.450-500 მეტრიან ტრასას(ტრასა შეიძლება ასევე მოიცავდეს გარკვეულ ბარიერებს) თითქმის არ ეხება მწევრები და წუთზე მცირე პერიოდის განმავლობაში 60 კმ/სთ სიჩქარით ფარავენ მთელ დისტანციას(1994 წლის 5 მარტს ვსტრალიაში დაფიქსირდა რეკორდი–ინგლისრმა მწევარმა სახელდ "სთარ თაითლმა" განავითა 67.32 კმ/სთ სიჩქარე)ამის შემდეგ ხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება,მაყურებელთა ოვაციები ან უარყოფითი რეაქციები,ზოგიერთის გამდიდრება და გაკოტრება...




ეს სანახაობა აგერ უკვე 30 წელზე მეტია გადაიცემა ბრიტანეთში რადიო და სატელევიზიო ეთერით.ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი რბოლაა „Gold Jaket”,რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს და დღესაც არაერთ ბრიტანელ არისტოკრატს დაინახავთ ტრიბუნაზე.
ასევე რამდენიმე ათეული წელია რაც მიიღება ფსონები მწევართა რბოლაზე.რამდენიმე წლის წინ ერთმა ინგლისელმა ნახევარი მილიონიც კი მოიგო,ხოლო ერთმა კი საერთოდ თავისი უაზრო ფსონებით თავი დაიღუპა.აი სასწორის ორი პინაც...




დღეისათვის რბოლის ამ სახემ გადაკვეთა ნისლიანი ალბიონის საზღვარი და უკვე პოპულარობით სარგებლობს აშშ_ში,ავსტრალიაში,გერმანიაში,ბელგიაში,ფინეთში,რუსეთში და არეალის გაზრდასთან ერთად სხვა მწევრებიც ჩაერთნენ ბრძოლაში,თქვენ იხილავთ–ავღანურ და რუსულ მწევარს,უიპეტს,აზავაკს...

ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტი რაც არაერთგზის განმეორდა.მეოცე საუკუნის 30_იან წლებში აშშ_ში პოპულარობა მოიპოვა ინგლისური მწევრების რბოლამ სადაც პირველად გამოჩნდნენ მაიმუნი ჟოკეები.აღნიშნულმა რბოლამ ცხოველთა დამცველების უარყოფგითი რეაქცია გამოიწვია.



სხვა მწევრები რომლებიც იღებენ მონაწილეობას რბოლებში

რუსული მწევარი


 ავღანური მწევარი


უიპეტი


აზავაკი


ბოლოს იმას ვიტყვი,რომ დღეს ინგლისურ მწევარს ძირითადად ოთხი მიზნისთვის იყენებენ–როგორც მონადირეს,რბოლებისათვის,გამოფენებში მონაწილეობისათვის და უბრალოდ როგორც ოჯახის ოთხფეხა წევრად...

ალბათ ბევრს დააინტერესებს გრეიჰაუნდი,თუმცა წმინდასისხლის ინგლისური მწევარის ფასი საკმაოდ მაღალია და მერყეობს 800დან–2500 დოლარამდე...


მინდია... 

Комментариев нет:

Отправить комментарий