28.02.2011

სცენა №14




თქვენ ხედავთ ცნობილ კადრს ლეგენდარული კინოფილმიდან.მსახიობი ჯასტერ ბარნსი,რომელიც მძარცველის როლს ასახიერებს ფილმის ბოლო კადრში გამალებითამუშავებსთავის კოლტ 45_ და მეოცე საუკუნის დასაწყისის ახალი ხილის-კინემატოგრაფის გაუწაფავ მაყურებლებს შოკში აგდებს.თუმცა ამ შოკს თან ახლდა ფილმის პოპულარობა რომელიც შემდეგ პიკს მიაღწევს.

1896 წელს თომას ედისონი ქმნის კინემატოგრაფიულ სტუდიაედისონსდა ამით იწყება ამერიკული კინემატოგრაფიის სახელოვანი გზა.მანამდე კი ედისონი იხსენებს 1887 წელს და ასე აღწერს იმდროს გონებაში გაელვებულ აზრს:

მე აზრად მომივიდა ისეთი აპარატის შექმნა,რომელიც მხედველობისთვის იგივე ფუნქციის მატარებელი იქნება რასაც ფონოგრაფი აკეთებეს სმენისათვის,რომელიც ერთდროულად ჩაიწერს და აჩვენებს მოძრაობასა და ხმას.”

თომას ედისონი ფონოგრაფის პირველ ვერსიასთან ერთად


ამ აზრმა დაიპყრო ედისონის გონება და შეუდგა გამალებულ მუშაობას და შედეგი მალევე მოვიდა.1891 წლის 31 ივლისს თომასმა დააპატენტა კინეტოსკოპი.1894 წელს დაარსდაკინეტოსკოპური თეატრი”,რომელიც ასევეშავი მარიასსახელითაც იყო ცნობილი.სწორედ ამ თეატრში იწყება ედისონის კინემატოგრაფიული აღმასვლა.ედისონის კინემატოგრაფიულმა სტუდიამ 1918 წლამდე აირსება და 1500მდე სრულ თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი,სარეკლამო თუ არასარეკლამო ხასიათის ვიდეორგოლი დაუტოვა მომავალ თაობებს.
თეატრიშავი მარია




ედისონის სტუდია ბრონქსში 1907 წელი


  კინეტოსკოპი




ახლა კი ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ,ეს მიმოხილვა კი საჭირო იყო,რადგან განსახილველი ფილმი სწორედ ედისონის სტუდიაში გადაიღეს 1903 წელს.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს,1898 წელს ავანსცენაზე გამოდის რეჟისორი ედვინ სტენტონ პორტერი,მისით დაინტერესდა ედისონის სტუდია და მალევე დაიწყო პორტერმა კინოფირთამოხატვამშვენიერი სცენებით.მისი პირველი ფილმია 1 წუთიანი საშინელებათა ჟანრის სურათიკავალერის სიზმარი”.


ედისონის სტუდიაში ის 1911 წლამდე მოღვაწეობდა და 30მდე ფილმი გადაიღო.აღნიშნვის ღირსია ასევე ის,რომ პორტერის შემოქმედებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილი ფრანგი რეჟისორის ჟორჟ მელიესის შემოქმედებას,განსაკუთრებით მის ფილმსმოგზაურობა მთვარეზე”.შეგიძლიათ იხილოთ ეს ფილმი




სწორედ ედვინ პორტერმა გადაიღო 1903 წელს ამ სტატიაში ნახსენები ფილმი “The Graet Train Robbery” და დიდ წარმატებას მიაღწია.ფილმი ვესტერნის ჟანრს მიეკუთვნება და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ჟანრის ჩამოყალიბებაში,რომ არა ედვინ პორტერის ეს ფილმი იქნებ აღარც სერჯიო ლეონე და კლინტ ისტვუდი ეხილა საზოგადოებას აღნიშნულ ჟანრში.

1896 წელს სკოტ მარბლმა გამოსცა ნოველა,სადაც მატარებლის ძარცვის სცენა ასახა,ეს არ გამოპარვია პორტერს.1900 წელს გავრცელდა ინფორმაცია,რომ ოთხმა მძარცველმა(მათ შორის ლეგენდარული ბუჩ კასიდი,რომლის სახე არაერთ ფილმში გაცოცხლდა) დააყაჩაღა მატარებელი N3 “იუნიონ პეციფიკი”.ძარცვის შედეგად მძარცველებმა 5000დოლარამდე ფული და არაერთი ძვირფასი ნივთი ჩაიგდეს ხელში.მარბლის ნოველამ და ამ ისტორიამ პორტერის გონებაში ჩამოაყალიბეს პროექტი,რომელიც მალევე ფილმად იქცა.

ფილმის ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 250 დოლარს,გადაღების დროს არაერთი სიახლე დაინერგა და ამ სიახლეებმა დიდი როლი ითამაშა კინემატოგრაფიის შემდგომ წინსვლაში.სიახლეებიდან აღსანიშნავია-ორმაგი ექსპოზიცია,ეპიზოდთა სწრაფი ცვლა.სწორედ ამ ფილმმა დაუდო საფუძველი გადაღებებს არა სტუდიის კედლებში,არამედსუფთა ჰაერზე”,ბუნებასა თუ დასახლებებში.

“The Great Train Robbery”
მოიცავს 14 სცენას,მისი პრემიერა შედგა 1903 წლის 1 დეკემბერს და კინოს შეუჩვეველ საზოგადოებაზე შოკური ზემოქმედება მოახდინა.ფილმში არის მკვლელობის არაერთი ფაქტი და ყოველივე ეს მაყურებლებს რეალობა ეგონათ.თუმცა ამ შოკურ თერაპიას შედეგად ფილმის უდიდესი პოპულარობა ახლდა თან.ამ პოპულარობაში კი მთავარი ადგილი უჭირავს სცენა ნომერ თოთხმეტს.



სცენა № 14

ეს იყო ფილმის ფილმის დასასრულის მაცნე-ეპილოგი.ამ ეპილოგის გამო არაერთი ადამიანი მიაწყდა კინოს.სცენაზე ჩანს მსახიობი ჯასტერ ბარნსი,რომელიც კამერას ესვრის თავის კოლტ 45_ით.ეს როცა მაყურებლებმა იხილა დარბაზი პანიკამ მოიცვა,მაგრამ შემდეგ ყველა შეეჩვია იმ აზრს რომ მსახიობი მათ არ ემუქრებოდა და ეს უბრალო კადრი იყო.თუმცა ამ უბრალო სცენამ შემდეგ არაერთხელ ჰპოვა გამოძახილი.

აი მაგალითად რამდენიმე ექო ჯასტერ ბარნსის მიერ შესრულებული სცენისა:
-1990
წელს გამოჩნდა მარტინ სკორსეზე ლეგენდარული ფილმი “Goodfellas”.ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ჯო პეშის გმირი მაყურებლისკენ მიმართავს იარაღს;
-2007
წელს გამოჩნდა რიდლი სკოტის ფილმი ამერიკელი განგსტერი.დენზელ ვაშინგტონის გმირი ისევ მაყურებლის დაშინებას ცდილობს და კამერისკენ გაისვრის იარაღს;
-
ასევე ჯეიმს ბონდის ფილმთა შესავალიც მსახიობის(შონ კონერი,ჯორჯ ლეზენბი,როჯერ მური,ტიმოთი დალტონი,პირს ბროსნანი,დენიელ ქრეიგი) კამერისკენ იარაღის მომართვით იწყება.
ჯასტერ ბარსნის შეიარაღებას რაც შეეხება,მის ხელთაა კოლტ 45(Colt Single Action Army).აღსანიშნავია,რომ ჯასტერის სახე გამოჩნდა ამერიკულ მარკაზეც.




გარდა მარავლაგზის ნახსენები ჯასტერ ბარნსისა ფილმში მონაწილეობდნენ:გილბერტ ანდერსონი,მერი მიურეი,ფრენკ ჰენევეი და სხვები.აღნიშნვის ღირსია ანდერსონი,რომელსაც ვესტერნების პირველ ვარსკვლავსაც უწოდებენ.



მიმოხილვის დასასრულს შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ფილმი და შეაფასოთ.

The Great Train Robbery


ახლა კი გთავაზობთ თომას ედისონის სტუდიის მიერ შექმნილ რამდენიმე ფილმს ჩემი კომენტარებით

გაიღიმეთ ფარული კამერააანუმერლინ მონროს ეფექტინიუ იორკში




ფრანკენშტეინი





ამერიკელი მეხანძრის ცხოვრება





კოცნა





ნიუარკელი ათლეტი





ღამე შობამდე





მინდია...

Комментариев нет:

Отправить комментарий