31.03.2011
შენ ნაპოლეონი ხარ?
სიტყვა "ოდეკოლონი" არაერთ ადამიანში უარყოფით ასოაციაციას იწვევს.ბევრს ახსენდება,რომ საბჭოთა პერიოდში და 90_იანებშიც საბჭოთა ცისქვეშეთში საკმაოდ პოპულარული იყო ე.წ "ტრაინოი ოდეკოლონი" თავისი მკვეთრი არომატით.არაერთი მამაკაცი "სუნამოს" იპკურებდა სახეზე თუ ტანზე "სასიამოვნო" არომატის გამო,ზოგიერთი წვერის გაპარსვის შემდგომ ბალზამის როლში იყენებდა.თუმცა ეს არაფერია–მთავარი უცნაურობა ის იყო,რომ არაერთი ლოთი "ტრაინოი ოდეკოლონით" ყელს ისველებდა და მორიგი ალკოჰოლური ნირვანასთვის ემზადებოდა... დაბანებოთ თავი საბჭოთა "ტრაინოის" და გადავიდეთ უშუალოდ Eau De Cologne_ზე...
შიგაწვის ძრავა Otto & Langen (1867 წელი)
მოცემულ ვიდეოში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი შიგაწვის ძრავა.ძრავა შეიქმნა კომპანია Otto & Langen_ის მიერ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და საზოგადოებამ პირველად იხილა 1867 წელს,პარიზის მსოფლიო გამოფენაზე.აღნიშნულმა საგამოფენო ქსპონატმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ გამოფენაზე პირველი ადგილიც კი დაიკავა და გზა გაუკაფა შიგაწვის ძრავების შემდგომ განვითარებას.
Otto & Langen_ის შიგაწვის ძრავაში საწვავის სახით გამოიყენებოდა ე.წ ნახშირის გაზის(მიიღება ჰაერის მიწოდების გარეშე, ნახშირის 900-1100 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებით),მეთანის,H2_სა და CO_ს ნარევი.
როგორც ხედავთ ძრავა დღესაც მუშა მდგომარეობაშია,მაგრამ მაინც სამუზეუმო ექსპონატის როლშია.
29.03.2011
უთხარი სიკვდილს არა!
დრო გადის და ისტორიის სქელტანიანი წიგნს ფურცლები ემატება.ხდება ფასეულობათა გადაფასება,გააზრება და წარსულის ბევრი აჩრდილი მიუღებელი ხდება...
არცთუ შორეულ წარსულში ნარკოტიკულ ნივთიერებებს უებარ სამკურნალო საშუალებებად თვლიდნენ,გავიდა დრო და აღმოჩნდა,რომ ეს "წამლები" დამანგრევლად ზემოქმედებდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყურადღებას გავამახვილებ მეტამფეტამინზე,რომელიც ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება,თუმცა თვადაპირველად მას სულ სხვა მიზნით იყენებდნენ,რამაც დამღუპველი შედეგი იქონია.გადავეშვათ წარსულის მორევში და ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)



