13.06.2015

წესრიგი მწკრივში

საზოგადოების წესრიგისადმი მიდრეკილების დონის დასადგენად საკმარისია მოხვდეთ რიგში და მაშინვე დაინახავთ რეალურ სურათს.დასავლური ცივილიზაციის მისაბაძ ქვეყნებში რიგში სრული წესრიგი სუფევს,ხოლო საქართველოში რიგის ბოლო ერთია,ხოლო დასაწყისი მრავალია,განტოტვა არაერთია,ცდილობენ მიწოლას,თავზე გადახტომას,არცთუ იშვიათია შეურაცმყოფელი სიტყვიერი შეხლა შემოხლა.სანამ რეალობა ასეთია,სჯობს დავაკვირდეთ მოცემულ პოლიციის ოთხფეხა ძაღლებს,რომლებიც არაერთ გამნაღმველ და სასწრაფო–სამაშველო ოპერაციაში მოაწილეობის შემდეგ კრიჭაში ჯამამოჩრილი,მწკრივში მდგარნი ელიან საკუთარ ულუფას.ალბათ ღირს მათგან ეს მაინც გვესწავლა.
გააგრძელე და იხილე აღიშნული ფოტო ისტორიულ კონტექსტში

საშინელი ომი


კაცობრიობის განვლილი გზა ია–ვარდებით მოფენილი ხეივანი არასდროს ყოფილა,თუ გადავავლებთ მატიანეს(ჩვენს მშობლიურს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნისა) ვნახავთ,რომ უდიდესი ნაწილი ასო-ბგერებით აჭრელებული ფურცლებისა უკავია ომებს,ბატალიებს. როცა თანამედროვე ადამიანის წინაპარმა თემური საზოგადოებებში დაიწყო ცხოვრება,მალევე გაჩნდა საზღვერები,დაიყო ადამიანთა ჯგუფი მტერ–მოყვარედ,ამან კი მოიტანა მსხვერპლი,სისხლისღვრა.ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის გაჩენილი ადამიანი,თავისივე იდენტურს იარლიყს აწებებდა - "მტერი","მოყვარე".
დღეს მრავლად გვესმის მსგავსი ციტატები - "ოცდამეერთე საუკუნეა","აღარ ბნელა როგორც შუასაუკუეებში","პროგრესი გონიერების სამსახურშია" და ა.შ. მაგრამ მიუხედავად "პროგრესისა",ეს არ შეიმჩნევა ანტიმილიტარიზმში და ახლაც არაერთი ომი მიმდინარეობს,სისხლისმსმელი კანიბალები,რომელბსაც მორგებული აქვთ სახელმწიფოთა მეთაურის მანტიები,ტერორიზმისა და სეპარატიზმის გამოყენებით,მერკანტილისტური თუ ტერიტორიის ხელშიჩაგდების მიზნით ომის ქარცეცხლში ხვევს ადამიანებს,რომელთაც ჰარმონიული ცხოვრება უნდათ.
ზემოთმოცემულ ვიდეორგოლში თქვენ ნახავთ ბოლო ათასწლეულის კონფლიქტთა ნაწილს,რომელთა ინტენსივობა თანდათან მატულობს და მეოცე საუკუნეში მსოფლიო რუკას აფეთქებს.
"ომი, ძმებად გაჩენილ ადამიანებს, ველურ მხეცებად გარდაქმნის." – ვოლტერი.
"ომებს იწყებენ ერთეულები,რომელთა კეთილდღეობა ერის ჭირ–ვარამზეა დამოკიდებული." - ერაზმ როტერდამელი.
"უკეთესია მშვიდობის ჟამს შემწვარი კვერცხი,ვიდრე ომიანობისას შემწვარი ხარი." – ლიონ ფეიხტვანგერი.

28.05.2015

ბავშვობა

"მე ვფიქრობ,რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება ბედნიერი ბავშვობაა." - აგატა კრისტი
"ხშირად ბავშვების თამაშში ღრმა აზრი დევს". – შილერი.
"ბავშვობა უკიდეგანო მხარეა,საიდანაც მოვდივართ ყველანი! საიდან ვარ წარმოშობით? წარმოშობით ბავშვობიდან ვარ,თითქოს რომელიღაც ქვეყნიდან..." – სენტ–ეკზიუპერი.
"ბავშვობის ოცნებათა ფრთაშესხმას შეუძლია ბედნიერების მოტანა." – ზიგმუნდ ფროიდი.
ცნობილი ადამიანების რამდენიმე ფრაზის შემდეგ გადავინაცვლოთ იმ დროში,როცა თანამედროვე ტექნოლოგიებს თავისი ფესვები ადამიანის ცხოვრების უმწიკვლო ხანაში–ბავშვობაში ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადგმული და ბავშვები ერთურთის საზოგადოებაში ჰპოვებდნენ ბედნიერებას და არა სხვადასხვა მოწყობილობათა ეკრანებზე.გადავხედოთ ამ შავ–თეთრ ფოტოთა სამყაროს,გავიზიაროთ პატარების ემოციები და გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობაც.და ბოლოს ყველას ვუსურვოთ,რომ განეცადოს ბედნიერება ამ ასაკში და უფერულ დღეებში ბავშვობის სარკეში ჩახედვით ხასიათზე მოსულიყოს.

22.05.2015

პოლ პოტი - კამბოჯელი ჯალათოკრატი


თუ მეოცე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან საუკუნედ მივიჩნევთ,ალბად ობიექტურები ვიქნებით,რადგან სწორედ ამ ასმა წელმა იმხვერპლა ათეულობით(იქნებ ასეულზე მეტიც) მილიონი ადამიანი,სწორედ წინა საუკუნეში მძვინვარებდა პირველი და მეორე მსოფლიო ომი,ქრისტესშობიდან მეოცე ასწლეულში გამოჩნდა სისხლიმსმელი დიქტატორების მთელი ”პლეადა” და საკუთარ ავადმყოფურ მსოფლმხედველობის განხორციელებას დაუგეს ფეხქვეშ ადამიანის ხელშეუხებელი უფლება- სიცოცხლის უფლება.სწორედ მეოცე საუკუნის შვილი იყო სალოტ სარი(წლები გავა და ეს ადამიანი კამბოჯას პოლ პოტად მოევლინება).

15.05.2015

ომისშემდგომი "სიმშვიდე"


მეორე მსოფლიო ომი არც 8 მაისს დასრულებულა და არც საათობრივი სარტყლის მომდევნო ზოლში,სადაც კალენდარი 9 მაისს აჩვენებდა.ომის;რომელშიც 62 სახელმწიფო (იმ დროისათვის არსებული 72_დან) მონაწილეობდა,რომელსაც ემსხვერპლა 50 მილიონზე მეტი ადამიანი,რომელიც იქცა ატომური იარაღის საცდელ პოლიგონად;დასრულების თარიღად ითვლება 1945 წლის 2 სექტემბერი,როცა შეერთებული შტატის ფლოტის ლინკორზე "მისური" ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს. თუმცა ამით არაფერი დასრულებულა,შემდეგ იყო ცივი ომი,რომელიც არაერთხელ დუღილის ტემპერატურამდე მისულა და იმ დროისათვის დაწყებულ კონფლიქტთა "მოსავალს" დღეს არაერთი სახელმწიფო იმკის...