19.09.2011
28.07.2011
ზოოპარკში გამომწყვდეულნი
მეთექვსმეტე საუკუნის ევროპაში შავკანიანი თუ წითელკანიანი ადამიანები ეგზოტიკასთან ასოცირდებოდა და ევროპელები ისეთივე ინტერესით ათვალიერებდნენ,როგორც მათთვის აქამდე უცნობ ეგზოტიკურ ცხოველებს შიმპანზეს,გორილას,ლამას,კენგურუს,ფარშევანგსა თუ თუთიყუშს.სწორედ შორეულ შუასაუკუნეებში მოგზაურობათა და ახალ მიწათა აღმოჩენა–შესწავლის ტალღამ გადაუარა „ბებერ კონტინენტს“ და დაიძრნენ იალქნიან ხომალდთა შენაერთები(თავიანთი მაგელანებითა და ვასკო და გამებით,კოლუმბებითა თუ ამერიგო ვესპუჩებით) ახალი მიწებისაკენ.სწორედ ახალ მიწათა აღმოჩენამ ევროპელების თვალთახედვის არე გაზარდა და აქამდე უცნობ რეალობის წინაშე დააყენა–მათ იხილეს ანატომიურად იდენტური ცოცხალი არსებები,მაგრამ კანის ფერის და განსხვავებული ქცევების გამო აითვალწუნეს და მაშინვე ცხოველებად მონათლეს.აი,რასიზმის კლასიკური გამოვლენაც სახეზეა... თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რასიზმის ახალი სიმაღლეებისკენ მისწრაფება.
15.07.2011
"ქვეყნიერების კეთროვანებანი"
ეთერშია სტატიათა ციკლი – "ქვეყნიერების კეთროვანებანი".
თუ დააკვირდებით ზევით გამოსახულ სურათს და გაანალიზებთ აზრებს,შესაძლოა თქვენც ეს გაიფიქროთ რასაც ახლა დავწერ.ადამიანის ხელი კალმის(იქნებ ფუნჯის) მოძრაობით დედამიწის ზედაპირზე ავლებს ხაზს,ყოველივე ამით კი ცდილობს დედამიწა საკუთარ თავზე მოირგოს.სინამდვილეში კი ჩვენ უნდა მოვერგოთ დედამიწას.ადამიანთა ამ ორი შეხედულების გადაკვეთაზე კი თავს იჩენს კეთროვანებანი,რაც საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ ადამიანებს,ჯგუფებს,ეროვნებებს,ასევე ზოგ შემთხვევაში საფრთხე პლანეტარული მასშტაბისაა.ცალკეულ შემთხვევაში ვიღებთ სიტუაციას როცა საფრთხე არსად ჩანს,შედეგად ირონიული ღიმილი იკითხება ან ხარხარი ისმის... და ამ ყველაფერს ერთი სიტყვა აერთიანებს – "კეთროვანება".
12.07.2011
მარწყვის ლუდი
„ჩვენ ვიღებთ 150 ფუნტ ადგილობრივ მარწვს და წნეხის საშუალებით ვახდენთ მის დაწურვას.ამის შემდეგ მიღებული მასა გადის სხვადასხვა პროცედურებს და შედეგად ვიღებთ დაახლოებით 150 გალონ ლუდს.ეს ჩვეულებრივი ლუდი არ გეგონოთ,საქმე მარწვის ლუდთან გვაქვს". ამ ექსპერიმენტის მიღმა კი ცნობილი ლუდსახარში Dogfish Head Brewery(ლუდსახარში სათაო ოფისი მდებარეობს აშშ_ში,ქალაქ მილტონში) იმალება.
09.07.2011
“სიცრუის დეტექტორის” ევოლუცია
დღეს საუბრის მთავარ თემად ავირჩიე სიცრუის საწინააღმდეგო მეთოდ-ღონისძიებების დახასიათება და განხილვა.კაცობრიობის ისტორია ყოველ ეტაპზე მოიცავდა სიმართლისა და ტყუილის დაპირისპირებას,და ყოველივე ერი ცდილობდა სიმართლის გამარჯვების საქმეში რაიმე წვლილი შეეტანა.ტყუილს ორ ნაწილად დავყოფდი:მოკლედ რო ვთქვა თეთრად და შავად,თუმცა ეს დაყოფა ზედაპირულია… ტყუილს მხოლოდ შავი ფერი შეესაბამება.
მაშ ასე დავიწყეთ…
Подписаться на:
Сообщения (Atom)




